აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტამპი მზადაა, შეწყვიტოს ვაჭრობა ევროკავშირთან, თუ ევროპული გაერთიანების პარტნიორობა კანადასთან კიდევ უფრო გაფართოვდება. ამის შესახებ მან ოთხშაბათს განაცხადა, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტის თხოვნას გამოეხმაურა, კომენტარი გაეკეთებინა ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გეგმებზე, კანადა "ევროკავშირის პირველ ასოცირებულ წევრად" აქციოს.

"მიმაჩნია, რომ ეს სასაცილოა", – განაცხადა ამერიკის ლიდერმა ჩრდილოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო ღონისძიების მიმდინარეობისას.

"თუ ისინი ამას გააკეთებენ და მე თუნდაც, მცირედით მივიჩნევ ამას არამეგობრულ ქმედებად, დავაწესებ ძალიან მაღალ ბაჟს ან შევწყვეტ ვაჭრობას ევროპასთან.

თუ განზრახვები კეთილსინდისიერია, ყველაფერი კარგადაა. თუ განზრახვები ცუდია, ევროპას ძალიან მაღალი ბაჟით დავბეგრავთ, ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა", – დასძინა მან.