ბევრმა მკითხა, ათბალიანი შკალით როგორ შეაფასებდით მიმდინარე ოპერაციასო? მე ვუპასუხე, რომ 15-ით, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"ფრონტზე ძალიან კარგად მიგვდის საქმე. ბევრმა მკითხა, ათბალიანი შკალით როგორ შეაფასებდით მიმდინარე ოპერაციასო? მე ვუპასუხე, რომ დაახლოებით 15-ით. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ძალა, ირანი კი უდიდესი საფრთხე იყო. 47 წლის მანძილზე, ისინი ხოცავდნენ ჩვენს ხალხს და ხალხს მთელი მსოფლიოდან.
ვფიქრობ, დიდი მხარდაჭერა გვაქვს. მგონია, პირველებს ჩვენ რომ არ გვექნა ეს, ირანი ისრაელს დაესხმოდა თავს და ჩვენც დაგვარტყამდა.
ახლა ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ, მინდა ეს იცოდეთ და წინსვლას გავაგრძელებთ. ეს სამხედრო ძალის შესანიშნავი დემონსტრირებაა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.








