აშშ-ის სენატმა უარყო დემოკრატების კანონპროექტი, რომელიც ზღუდავდა პრეზიდენტ ტრამპის საომარ უფლებამოსილებას და მის დასაწყებად კონგრესის წინასწარ თანხმობას მოითხოვდა.
სენატმა 53 ხმით 47-ის წინააღმდეგ უარყო კანონპროექტი. სენატორი რენდ პოლი ერთადერთი იყო რესპუბლიკელებიდან, რომელიც დემოკრატებს შეუერთდა და კანონპროექტს დაუჭირა მხარი, ხოლო სენატორი ჯონ ფეტერმანი ერთადერთი იყო დემოკრატებიდან, რომელმაც რესპუბლიკელებთან ერთად კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
წარმომადგენელთა პალატაში ამავე საკითხზე კენჭისყრა ხუთშაბათს არის დაგეგმილი.




