ბრიტანელი ბლოგერს, რომელმაც TikTok-ზე პოპულარობა მოიპოვა და მის დედას, ავტოავარიაში ორი მამაკაცის მკვლელობისთვის, სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. ამის შესახებ CNN წერს.
მაჰეკმა და ანსრინ ბუხარიმ, ორი 21 წლის მამაკაცის (საკიბ ჰუსეინი და ჰაშიმ იჯაზუდინი) მკვლელობა საგზაო შემთხვევის დროს მოაწყვეს.
ავარია, მას შემდეგ მოხდა, რაც საკიბ ჰუსეინი, 46 წლის ანსრინს რომანის გამხელით დაემუქრა.
ლესტერის სამეფო სასამართლო საქმეს სამი თვის განმავლობაში განიხილავდა და საბოლოოდ დაადგინა, რომ დედა-შვილს ჰყავდათ თანამზრახველები, რომლებმაც ორი მამაკაცის მკვლელობა მოაწყვეს.
მოძალადეები, გასულ თებერვალში, ბიჭებს 160 კმ/სთ სიჩქარით დაედევნენ, რაც შეჯახებით დასრულდა. შედეგად, საკიბ ჰუსეინი და მუჰამედ ჰაშიმ იჯაზუდინი ადგილზევე დაიღუპნენ. მათი მანქანა ხეს შეეჯახა და ცეცხლი წაეკიდა.
24 წლის მაჰეკს სამუდამო პატიმრობა მინიმუმ 31 წლითა და 8 თვით, ხოლო 46 წლის ანსრინს, ასევე სამუდამო პატიმრობა მინიმუმ 26 წლითა და 9 თვით მიესაჯა.
სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ჯგუფის სხვა წევრებსაც.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 46 წლის ანსრინ ბუხარის, საყვარელთან - საკიბ ჰუსეინთან ურთიერთობის გაწყვეტა სურდა, რაზედაც მამაკაცს ცუდი რეაგირება ჰქონდა.
მამაკაცი ანსრინს ემუქრებოდა, რომ მის ქმარს ფოტოებს გაუგზავნიდა, თუ ანსრინი მას არ დაუბრუნდებდა 3,7 ათას დოლარს, რომელიც მან, სავარაუდოდ, მისთვის დახარჯა.
მაჰეკი მას 2022 წლის 11 თებერვალს დილით, ლესტერში, ავტოსადგომზე, ფულის გადასაცემად შეხვდა.
მაგრამ ქალი იქ 8-კაციან ჯგუფთან ერთად მივიდა. უმეტესობას ნიღბები ეკეთა, ხოლო ერთს იარაღი ეჭირა.
როდესაც საკიბი და მისი მეგობარი ჰაშიმი ავტოსადგომზე მივიდნენ, გაიქცნენ, მაგრამ ჯგუფი მათ დიდი სიჩქარით დაედევნა, რის შედეგადაც საბედისწერო ავარია მოხდა.
მოსამართლე ტიმოთი სპენსერ კეისიმ აღნიშნა, რომ მაჰეკ ბუჰარი პოპულარობამ "აბსოლუტურად თვითშეპყრობილი" გახადა.