თეთრი სახლის უსაფრთხოება გაძლიერებულია - აშშ-ს სამხედრო ბაზების დაბომბვის პირველი ვიდეოკადრები

1578446951
თეთრი სახლის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. სარაკეტო შეტევის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა. დონალდ ტრამპი ოვალური კაბინეტიდან პირდაპირი ჩართვისთვის ემზადება.
ირანსა და აშშ-ს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ირანმა აშშ-ს სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა. ალ-ასადის ბაზას, სადაც აშშ-ს საჰაერო ბაზებია განლაგებული 13 რაკეტა დაეცა. პენტაგონი საპასუხო ზომებით იმუქრება.
ირანი აცხადებს, რომ ეს იყო მათი რეაქცია ამერიკელთა ავიაიერიშის საპასუხოდ, რომლის დროსაც დაიღუპა ყასემ სულეიმანი. ირანისვე განცხადებით, განახორციელებს დარტყმას ამერიკის ტერიტორიაზე, თუ აშ სარაკეტო შეტევას პასუხს გასცემს.
პენტაგონის თავის მხრივ აცხადებს, რომ რაკეტები გაუშვეს ირანიდან ასადისა და ერბილის ბაზების მიმართულებით.
“ბალასტიკური რაკეტები, ცხადია რომ გაშვებული ირანის ტერიტორიიდან და მათი სამიზნე იყო სულ მცირე ორი ბაზა ერაყში” – ამის შესახებ განაცხადა გენერალმა ჯონათან ჰოფმანმა.
მისი თქმით, ისინი ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებენ.
“სიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ ყველა ზომებს ჩვენი პერსონალის და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების დასაცავად. აუცილებლად იქნება საპასუხო ზომები” – აცხადებს ოფიციალური პენტაგონი.