ქსელში გაჟონილი პენტაგონი საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით რუსეთმა შესაძლოა პირველად მიიღოს უპირატესობა ჰაერში, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგი ეწურება. ინფორმაციას ამის შესახებ გაჟონილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე Washington Post ავრცელებს.
ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით უკვე მაისში შესაძლოა უკრაინამ სრულად ამოწუროს რაკეტების მარაგი საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის. ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბჭოთა БУК და C-300-ის ტიპის სისტემები საშუალო და შორ მანძილზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა 89%-ს უზრუნველჰყოფს.
საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით БУК-ების რაკეტების მარაგი მარტის ბოლოსთვის უნდა ამოწურულიყო, ხოლო C-300-ის მასისთვის. გარდა ამისა უკრაინას არ აქვს ან თითქმის არ აქვს ჰაერის ტიპის სისტემები.
დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული IRIS T-ის ან NASAMS-ის ტიპის სისტემები შეზღუდულია რაოდენობაში და მათი გამოყენება მხოლოდ კონკრეტული ობიექტების დასაცავად არის შესაძლებელი.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ დასავლეთის მიერ გადაცემული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მოცულობა ვერ შეედრება რუსეთის მიერ წარმოებული სარაკეტო დარტყმების მოცულობას და მხოლოდ მათი გამოყენებით შეუძლებელი იქნება ეშელონირებული თავდაცვის გამართვა.
გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველთვიურად C-300-ის 200 რაკეტას, ხოლო БУК-ის 69 რაკეტას იყენებენ. შედარებისთვის NASAMS-ის და IRIS T-ის ერთობლივი მაჩვენებელი თვეში მხოლოდ 64 რაკეტაა.
PATRIOT-ის და SAMP-T-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გაცილებით უფრო სრულყოფილია, თუმცა შეზღუდული რაოდენობის გამო ეს სისტემები ვერ უზრუნველყოფენ დაცულობის იმავე ხარისხს, რასაც C-300-ის მოქმედი 25 სისტემა.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას აქვს მცირე შესაძლებლობები ხელი შეუშალოს რუსეთის მხრიდან დომინაციის მოპოვებას საჰაერო სივრცეში. სპეციალისტების აზრით, ეს ხელს შეუშლის უკრაინის არმიის მოახლოებულ კონტრიერიშს.
დოკუმენტების ავტორების აზრით, დროთა განმავლობაში უკრაინის ხელმძღვანელობას მოუწევს პრიორიტეტები არჩევა - შეზღუდული შესაძლებლობების ფონზე რა ობიექტები დაიცვას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ არსებული მარაგებით უკვე 23 მაისისთვის უკრაინა ვეღარ შეძლებს ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სამხედრო ნაწილების საჰაერო დაცვის უზრუნველყოფას.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრისთვის სპეციალისტები გამოდიან ინიციატივით გაიზარდოს C-300-ისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოება და კიევმა შეცვალოს მათი გამოყენების წესი. კიევმა უნდა შეამციროს რაკეტების მოხმარება და ასევე აამუშაოს დეფექტური რაკეტების სარემონტო საამქროები. უფრო შორეულ პერსპექტივაში სპეციალისტები უკრაინისთვის საკმარისი რაოდენობის დასავლური წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას ემხრობიან.
უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლის იური იჰნატის თქმით, მას არ შეუძლია გავრცელებული დოკუმენტების კომენტირება, თუმცა მან დაადასტურა, რომ უკრაინა პერიოდულად განიცდის საბჭოთა წარმოების რაკეტების უკმარისობას და განაცხადა, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა.