The Telegraph-ის ინფორმაციით, თუ ტრამპი გრენლანდიაში ნატოს ძალების განთავსებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გეგმას არ დათანხმდება, ევროკავშირი აშშ-ის წინააღმდეგ სანქციებს აამუშავებს.

გაზეთის ცნობით, შემზღუდავი ზომები შესაძლოა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს Meta-სGoogle-სა და Microsoft-ს შეეხოს. ასევე, შეიზღუდება ამერიკული ბანკები და საფინანსო ფირმები. უფრო ექსტრემალური ვარიანტი შეიძლება იყოს ევროპული ბაზებიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოსახლება, რაც მათ ახლო აღმოსავლეთში ოპერაციებისთვის საკვანძო პუნქტს დააკარგვინებენ.

ცნობისთვის, ბრიტანეთმა შესაძლოა გრენლანდიაში ჯარები გაგზავნოს, რათა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტრამპის შეშფოთება გააქარწყლოს.

დაუნინგ სტრიტი ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგების შესახებ. სამხედრო ლიდერები კუნძულზე ნატოს შესაძლო მისიის გეგმებს ამუშავებენ. ბოლო დღეებში, ბრიტანელი ოფიციალური პირები მზადების დასაწყებად შეხვდნენ თავიანთ კოლეგებს გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

გეგმები, რომლებიც ჯერ ადრეულ ეტაპზეა, შეიძლება მოიცავდეს ბრიტანელი ჯარისკაცების, სამხედრო გემების და თვითმფრინავების განლაგებას გრენლანდიის რუსეთისა და ჩინეთისგან დასაცავად. ევროპული ქვეყნები იმედოვნებენ, რომ არქტიკაში მათი ყოფნისმნიშვნელოვანი ზრდა ტრამპს დაარწმუნებს, უარი თქვას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულის ანექსიის ამბიციებზე.