შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაახლა რუსეთის იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებმაც საიმიგრაციო კანონი დაარღვიეს. ამის შესახებ The Guardian წერს.
ასეთი დეპორტაცია ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეწყდა.
მედია ემიგრანტების ადვოკატებზე დაყრდნობით წერს, რომ დეპორტაციის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ში ჩასული რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც მობილიზაციიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მიმდინარე კვირაში რუსეთში დააბრუნეს. მედიის თქმით, ახალგაზრდა კაცი იმ პირებს შორისაა, ვინც გასულ წელს შეერთებულ შტატებს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტომ განაცხადა, რომ იგი ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის, რუსების დეპორტაციას, თუმცა უცნობიa როდის განაახლა აშშ-მა რუსეთის მოქალაქეთა დეპორტაცია.
ომი დაწყების შემდეგ, რუსეთის ბევრი მოქალაქე აშშ-ში ვიზის გარეშე ჩაფრინდა და უკანონოდ გადაკვეთა ამერიკის საზღვარი, რომლისგანაც თავშესაფარს ითხოვდნენ იმ იმედით, რომ აშშ მათ დეპორტაციას არ მოახდენდა.