აშშ-ის ხელისუფლება "შეშფოთებულია", რომ ჩინური წარმოების გიგანტური ამწეები, რომლებიც ქვეყნის საზღვაო პორტებში მდებარეობს, პეკინმა, შესაძლოა, ჯაშუშობის იარაღად გამოიყენოს. ამის შესახებ The Wall Street Journal ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის თანამოსაუბრეები, ჩინური მწარმოებლის ZPMC მიერ წარმოებულ პორტის ამწეებს, "ტროას ცხენს" ადარებენ. "მიუხედავად შედარებით კარგი მუშაობისა და დაბალი ღირებულებისა, მათ აქვთ დახვეწილი სენსორები, რომლებსაც შეუძლიათ, კონტეინერების წარმომავლობა მათ დანიშნულებას თვალყური ადევნონ. ეს იწვევს შეშფოთებას, რომ ჩინეთს შეუძლია, შეაგროვოს ინფორმაცია ქვეყანაში ან მის გარეთ გაგზავნილი მასალების შესახებ, რათა მხარი დაუჭიროს აშშ-ს სამხედრო ოპერაციებს მთელ მსოფლიოში", - წერს WSJ.

ამწეებს ასევე შეუძლიათ, უზრუნველყონ დისტანციური წვდომა მათთვის, ვისაც სურს შეაფერხოს საქონლის ნაკადი, ამბობს აშშ-ის კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი ბილ ევანინი. "ამწეები შეიძლება იყოს ახალი Huawei", - განუცხადა მან გაზეთს და იგულისხმა ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომლის აღჭურვილობა აშშ-ს მთავრობამ აკრძალა.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა WSJ-ს განუცხადა, რომ აშშ-ის შეშფოთება ამწეების გამო "პარანოიით არის განპირობებული" და არის მცდელობა, შეაფერხოს სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა პეკინთან. ასეთი თეორიის გავრცელება უპასუხისმგებლო საქციელია და თავად შეერთებული შტატების ინტერესებს დააზარალებს", - აცხადებენ ჩინეთის საელჩოში.