თეთრმა სახლმა საბერძნეთში აშშ-ის მოქმედ ელჩს, კიმბერლი გილფოილს გადადგომა მოსთხოვა. ამის შესახებ დონალდ ტრამპის ახალმა პრესმდივანმა, ქეითი ზაქარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თეთრმა სახლმა ელჩს გადადგომა მედიაში სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოსთხოვა. ზაქარიას დიპლომატის გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.
ამასთან, Wall Street Journal-ის ცნობით, გილფოილმა, სავარაუდოდ, ტრამპის დონორს ტექსტური შეტყობინებით გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომის სანაცვლოდ „ექვსნიშნა თანხის“ გადასახადის გადახდაში დახმარება სთხოვა.
გილფოილმა ბრალდებები უარყო, მისმა ადვოკატებმა ასევე უარყვეს ტექსტური შეტყობინებების ლეგიტიმურობა. მათი თქმით, დონორ ერიკ დეტერსს გილფოილისთვის საკონსულტაციო სამუშაოსთვის უნდა გადაეხადა თანხა.
ცნობისთვის, გილფოილი ერთ დროს ტრამპის უფროს ვაჟზე, დონალდ ტრამპ უმცროსზე იყო დანიშნული, მაგრამ წყვილი რამდენიმე წლის წინ დაშორდა.
ელჩობამდე გილფოილი დიდი ხნის განმავლობაში Fox News-ის წამყვანი და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი იყო.








