ამერიკულ მედიასთან არსებული კონფლიქტის ფონზე, თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის შესახებ საკუთარი ონლაინ-არხი აამოქმედა. მან დაიწყო სტრიმი სახელწოდებით Trump TV, რომელზედაც თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლები და ამერიკელი სამხედროების წვრთნები აჩვენეს.
წვრთნების კადრებს ახლდა კომენტატორის ხმა, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს აქებდა. თეთრი სახლის ცნობით, სტრიმი ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
ეთერში იგეგმება "წარსულის საუკეთესო მომენტების, ანონსების, ასევე მთავრობის უახლესი და უმნიშვნელოვანესი სიახლეების" ჩვენება. მაუწყებლობის დასაწყისში საკუთარი გადაცემები ან ჟურნალისტური მასალები არ ყოფილა. ტრამპის გამოსვლების პირდაპირ ტრანსლაციებს თეთრი სახლი უკვე დიდი ხანია, აწარმოებს.




