პრეზიდენტ ტრამპს ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა სურს და არა დროებითი - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კაროლაინ ლევიტი ვლადიმირ პუტინის მიერ 9 მაისისადმი მიძღვნილ 3-დღიან ზავს. თეთრი სახლის პრესსპიკერის ციტატას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
ლევიტის თქმით, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განმარტა, რომ მას მუდმივი ზავი სურს და არა დროებითი.
ამასთანავე ლევიტის თქმით, ტრამპის უკმაყოფილება იზრდება როგორც ვლადიმირ პუტინით, ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკით და ამერიკელი პრეზიდენტის აზრით, მხარეებმა სასწრაფოდ უნდა პირდაპირი მოლაპარაკებები.
კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზავი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე ცხადდება და 9 მაისის ხსოვნას ეძღვნება და 3 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
თავის მხრივ პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის კრიტიკული კომენტარები, რომელშიც ამერიკელი პრეზიდენტი სანქციების გამკაცრებაზე მიუთითებდა და პროგრესის არ არსებობის შემთხვევაში მედიაციის შეწყვეტაზე საუბრობდა.