ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ თეირანში იერიშის შედეგად განადგურებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლის (IRIB) სათავო ოფისი, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ობიექტის სიახლოვეს ირანის მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
არმიის მიხედვით, ისრაელის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებმა შენობას ათეულობით ბომბით დაარტყეს, რის შედეგადაც ობიექტი განადგურებულია.
გავრცელებული განცხადებით, "ირანის ტერორისტული რეჟიმის საკომუნიკაციო ცენტრი სამოქალაქო მოქმედებებისა და ობიექტების საფარქვეშ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოიყენებოდა, იმ პროპაგანდისტულ საქმიანობასთან ერთად, რაც საკომუნიკაციო ცენტრიდან გამოდის".
IDF-ის ცნობით, ცენტრში საქმიანობით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იყო დაკავებული.








