ტაილანდში, ბანგკოკის ჩრდილოეთით მდებარე სკოლაში მომხდარ სროლას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა.
შემთხვევა ნონთაბურის პროვინციის ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში მოხდა. მოზარდმა თავდაპირველად პაპის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით ბებია და პაპა მოკლა, რის შემდეგაც საკუთარ სკოლაში მივიდა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ექვსი ადამიანი — სამი მოსწავლე და სამი პედაგოგი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი ამავე სკოლის 14-15 წლის მოსწავლეა. ისიც გარდაცვლილია, თუმცა ჯერჯერობით არ ზუსტდება, იგი პოლიციამ მოკლა თუ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ტაილანდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სროლისას, შენობიდან გაქცევის მცდელობისას, კიდევ 15 მოსწავლე დაშავდა.








