გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი პირი მოკლეს.

ბერლინში მიმდინარე პრაიდის მსვლელობისას ტრაგიკული ინციდენტი მოხდა — ხალხმრავალ ადგილას ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და არიან დაშავებულებიც.

თავდასხმაზე პოლიციას მყისიერი რეაგირება ჰქონდა. საფრთხის ნეიტრალიზების მიზნით ჩატარებული ოპერაციისას, სამართალდამცველებმა ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირის ლიკვიდაცია მოახდინეს.

ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველები სწავლობენ თავდამსხმელის ვინაობას, მის მოტივებს, კონტაქტებსა და რადიკალურ დაჯგუფებებთან შესაძლო კავშირებს.

თავდასხმა ბერლინში, ყოველწლიური პრაიდის (Christopher Street Day) ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მიმდინარეობისას მოხდა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში შეკრებილ ასობით ათას მონაწილეს შორის ავტომობილი მიზანმიმართულად, მაღალი სიჩქარით შევარდა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.