გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისში ადასტურებენ, რომ ქვეყანა აქტიურად განიხილავს უკრაინისთვის ბრიტანული წარმოების გამანადგურებლების გადაცემას. ამის შესახებ რიში სუნაკის ოფისის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ვფიქრობ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ როგორც დასრულდება უკრაინელი პილოტების წვრთნის პროგრამა ისინი შეძლებენ ამ თვითმფრინავებით ფრენას. თუმცა გამანადგურებლების გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. ასევე გვესმის, რომ ჩვენი ზოგი პარტნიორი განიხილავს სხვა თვითმფრინავების გადაცემასაც, ზოგი მათგანი უკრაინელი პილოტებისთვის უფრო ნაცნობია. ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ იმას ვადასტურებთ, რომ იქნება უკრაინელი პილოტების წვრთნის პროგრამა და რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აქტიურად განიხილავს თვითმფრინავების გაგზავნის საკითხს",- განაცხადა ბრიტანეთის პრემიერის პრესსპიკერმა.
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ბრიტანეთის ავიაგამანდგურებლების გადაცემა სთხოვა.