კალიფორნიაში, ძლიერი შტორმის, გადაუღებელი კოკისპირული წვიმების, მეწყერის და წყალდიდობის გამო 200 000-ზე მეტი სახლი და საწარმო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მილიონობით ადამიანი კი დატბორვის საფრთხის წინაშეა. 

გასული თვის ბოლოს დაწყებული ქარიშხლების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, - განაცხადეს მთავრობის წარმომადგენლებმა.

დაღუპულთა ოფიციალურ რიცხვში არ შედის 5 წლის ბიჭი, რომელიც ორშაბათს წყალდიდობის დროს გაუჩინარდა და ის ორი ადამიანი, რომელიც იმ დროს დაიღუპა, როდესაც ელვისგან წაქცეული ხე ჭაბურღილს დაეცა.

მეწყერმა არაერთგან გადაკეტა გზა, წყალდიდობამ კი საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები გახადა გაუვალი. ადიდებულმა მდინარეებმა სახლები დატბორა და მოსახლეობის ევაკუაცია განაპირობა.