გასული წლის ოქტომბერში, Sciences Po-ს სტუდენტმა, პარიზში მოგზაურობისას, პრეზიდენტს თავისი რეზიუმე გადასცა. მისმა გამბედაობამ შედეგი გამოიღო და ის მალე ელისეს სასახლის ეკონომიკის გუნდს შეუერთდება.

სამსახურის საშოვნელად მას ქუჩის გადაკვეთაც კი არ დასჭირვებია. სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა მისი თამამი და პირდაპირი თხოვნა ემანუელ მაკრონთან სტაჟირებაზე. Sciences Po-ს სტუდენტმა Le Parisien-ს განუცხადა, რომ ხუთიდან ექვს თვემდე ვადით ელისეის სასახლისა და მისი ეკონომიკის დეპარტამენტის სამსახურში იმუშავებს.

29 ოქტომბერს, პარიზის მშვიდობის ფორუმის ფარგლებში, შაიოს სასახლეში, ახალგაზრდა ქალმა გაბედა და სახელმწიფოს მეთაურს საკუთარი რეზიუმე გადასცა. "კარგად ორგანიზებული ხართ", - უთხრა მას პრეზიდენტმა, რაზედაც ახალგაზრდა ქალმა უპასუხა: "ყველაფერზე ვფიქრობ",

სტუდენტმა, რომელმაც სტაჟირება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიარა, აღიარა, რომ არ ელოდა იმ აჟიოტაჟს, რასაც ეს სტაჟირება გამოიწვევდა, რამაც, სამწუხაროდ, მას გარკვეული უარყოფითი გამოხმაურებაც მოუტანა.

"ვიდეოს გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა მხოლოდ დადებითი შედეგები არ მომიტანა", - განუმარტა მან გაზეთს. მას ვიდეოს "ინსცენირებაში" დასდეს ბრალი და "რამდენიმე სიკვდილით მუქარაც" კი მიიღო.