დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში შედგება, ხოლო განხილვის მთავარი თემა აშშ-ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ზავი იქნება - ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.
14 მარტს, 8-საათიანი ლოდინის შემდეგ, უიტკოფი კრემლში ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უიტკოფმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა 4 საათი გაგრძელდა და ჯამურად პოზიტიურად შეაფასა.
უიტკოფის თქმით, "პუტინისთვის მისაღებია" დონალდ ტრამპის ფილოსოფია ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
"ჩვენი პოზიციები დღეს გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ"- ამბობს უიტკოფი.
უიტკოფის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი პირადად მონაწილეობს დიპლომატიურ პროცესში და პუტინთან გამართული შეხვედრის დეტალებზე მისი დასრულებისთანავე აცნობა.
მისივე თქმით, ტრამპმა უკვე გამართა შეხვედრა თავის მრჩევლებთან მისი ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი 30-დღიანი ზავის შესახებ და კიდევ ერთი ასეთი თათბირი დღეს საღამოს გაიმართება.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ცეცხლი რამდენიმე კვირაში შეწყდება"- განაცხადა უიტკოფმა.