სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს. ადვოკატმა იურა დილანიანმა განაცხადა, რომ დილიდან ანტიკორუფციულმა კომიტეტმა არტაშატში პარტია „ძლიერი სომხეთის“ სხვადასხვა ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და პარტიის წევრები დააკავა.

„დილიდან ვცდილობდით, გაგვერკვია, სად წაიყვანეს ეს ადამიანები, რა სტატუსი აქვთ და რატომ, მაგრამ არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან. დილიდან ვცდილობდით ანტიკორუფციული კომიტეტის შენობაში შესვლას ჩვენი კლიენტების დასაცავად, მაგრამ არ გვიშვებენ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

პარალელურად, სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული კომიტეტი პარტია „ძლიერი სომხეთის“ წევრის, გოჰარ მელოიანის, პარტიის მხარდამჭერებისა და წევრების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს, რომლის 14 ადამიანი საარჩევნო ქრთამის მიცემისა და მიღების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.