ვლადიმერ პუტინმა სამუშაო საუზმის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

რუსეთის პრეზიდენტი სომხეთის და ევროკავშირის ურთიერთქმედების საკითხს შეეხო და განაცხადა:

„ამასთან დაკავშირებით სრულიად მშვიდად ვართ. გვესმის, რომ ნებისმიერი ქვეყანა მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობიდან მაქსიმალურ სარგებელს ეძებს, მაგრამ ეს ნათქვამი უნდა იყოს ნათლად, ნათქვამი უნდა იყოს პატიოსნად, წინასწარ, როგორც იტყვიან ნაპირზევე (იგულისხმება სურვილის გაცხადება წყალში შესვლამდე ანუ პროცესის დაწყებამდე - „აიპრესი“).  ევროკავშირთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან საბაჟო კავშირში ყოფნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ შეუძლებელია განმარტებითვე“.