მოსკოვში სამუშაო ვიზიტით მყოფ მოსკოვში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან შეხვედრის დროს პუტინმა სომხეთში არჩევნების წინ არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი.
ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს სომხეთში, ბევრი, ჩვენ ეს ვიცით. ბევრი სომეხი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. სხვადასხვანაირად შეიძლება დავთვალოთ , მაგრამ ჩვენი შეფასებით, ეს ორ მილიონზე მეტია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა ამას ადასტურებს. და ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომლებიც პრორუსულია.
რა თქმა უნდა, სრულიად გულწრფელად გეტყვით, ჩვენ თქვენთან ყოველთვის გულწრფელი და პირდაპირი საუბარი გვაქვს, ჩვენ ძალიან გვსურს, რომ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს ამ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში საარჩევნო პროცესის დროს. ზოგიერთი, ვიცი, ციხეშია, მიუხედავად იმისა, რომ რუსული პასპორტები აქვთ. ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ ვერევით, მაგრამ გვინდა, რომ ყველა მათგანს შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს ამ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში.
და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ რუსეთში ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ იმით, რაც ხელსაყრელია სომეხი ხალხისთვის. მე თქვენ ყოველთვის გეუბნებოდით ამას და კიდევ ერთხელ მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო.
და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები სომხეთში, გაგრძელდება ჩვენი ერთგულება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების მშენებლობისა და განმტკიცების მიმართ.




