შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.











