ვლადიმერ პუტინმა სამუშაო საუზმის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა
რუსეთის პრეზიდენტი სომხეთის და ევროკავშირის ურთიერთქმედების საკითხს შეეხო და განაცხადა:
„ამასთან დაკავშირებით სრულიად მშვიდად ვართ. გვესმის, რომ ნებისმიერი ქვეყანა მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობიდან მაქსიმალურ სარგებელს ეძებს, მაგრამ ეს ნათქვამი უნდა იყოს ნათლად, ნათქვამი უნდა იყოს პატიოსნად, წინასწარ, როგორც იტყვიან ნაპირზევე (იგულისხმება სურვილის გაცხადება წყალში შესვლამდე ანუ პროცესის დაწყებამდე - „აიპრესი“). ევროკავშირთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან საბაჟო კავშირში ყოფნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ შეუძლებელია განმარტებითვე“.
პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ყურადღება რუსული და ევროპული გაზის ფასების მნიშვნელოვან სხვაობაზე გაამახვილა. „როგორც იცით, ევროპაში გაზის ფასები ამჟამად ათას კუბურ მეტრზე 600 დოლარს აჭარბებს, ხოლო რუსეთი სომხეთს გაზს 177,50 დოლარად ყიდის“.
პუტინმა აღნიშნა, რუსეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები კარგი ტემპით ვითარდება: სავაჭრო ბრუნვამ 2025 წელს 6,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ერევნის ექსპორტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ბოლო წლებში ათჯერ გაიზარდა.
მან დააკონკრეტა, რომ ამ მოცულობის 1.2 მილიარდი დოლარი მოდის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, მათ შორის სომხეთის მიერ ექსპორტირებულ ბოსტნეულზე, ხილზე და ალკოჰოლურ სასმელებზე.
„ამ მხრივ - ჩვენ ასევე განვიხილეთ ეს - ზოგიერთი რამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ესენია, მაგალითად, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა“, - დასძინა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, მოსკოვი ყოველთვის კმაყოფილია იმით, რაც სომეხი ხალხისთვისაა სასარგებლო.
„რუსეთის ფედერაციაში ბევრი სომეხი ცხოვრობს“. არსებობს სხვადასხვა შეფასება, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს ორ მილიონზე მეტია“.
ევროკავშირთან და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან საბაჟო კავშირში ერთდროულად ყოფნის შეუთავსებლობაზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ საკითხი პოლიტიკური კი არა, წმინდა ეკონომიკურია. რადგან ზოგიერთი რამ მოითხოვს მნიშვნელოვან ერთობლივ მუშაობას, რომელიც წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ეს მოიცავს განსხვავებების არსებობას ცალკეული პროდუქტების ჯგუფების შეფასებაში, ამ პროდუქტების ჯგუფების ბაზარზე შესვლასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფიტოსანიტარიულ ზედამხედველობაში. ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული, ძალიან განსხვავებული ფიტოსანიტარიული მოთხოვნები - როგორც რუსეთს, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი და ევროკავშირი დროთა განმავლობაში სადავო საკითხების მოგვარებას შეძლებენ.
„ოდესმე, შესაძლოა, როცა წლები გავა, ჩვენც - ევრაზიული ეკონომიკური კავშირი და ევროკავშირი - იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ასე მოხდება, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ერთ კონტინენტზე ვცხოვრობთ და შევძლებთ <საკამათო საკითხების> მოგვარებას, მაგრამ როდესაც, უკრაინის კრიზისამდეც კი, ვცდილობდით ევროპელებთან შეთანხმების მიღწევას ერთად მუშაობის შესახებ, არაფერი გამოვიდა. ისინი, როგორც მაშინ მეჩვენებოდა, ძალიან მკაცრ პოზიციას იკავებენ პრაქტიკულად ყველა საკითხზე, თუნდაც უმნიშვნელო საკითხებზე“ - თქვა პუტინმა.




