ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური და სომხური სააგენტოები ავრცელებენ.

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა. პრემიერ-მინისტრების შეხვედრის და მოლაპარაკებების მთავარი თემაა ორმხრივი თანამშრომლობა იქნება, მათ შორის ვაჭრობა და ინვესტიციები, ევროკავშირის მხარდაჭერა სომხეთისთვის და რეგიონში არსებული ვითარება. ვიზიტის დროს ხელი მოეწერება ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

დონალდ ტუსკის ტუსკსა და ნიკოლ პაშინიანის  ერთობლივი პრესკონფერენცია პოლონეთის დროით 14:30 საათზეა დაგეგმილი.

შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის სასახლეში გაემგზავრება, სადაც 16:00 საათზე პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის შეხვდება.