სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანიის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 56.7%-ს იღებს. 

ამის შესახებ მმართველი ძალის პარტიულმა ინტერნეტრესურსმა, Civic News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც, მათი განმარტებით, მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს ეყრდნობა.

გავრცელებული მონაცემებით, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთი“ ხმების 17.5%-ს მიიღებს. სხვა პოლიტიკური ძალების შედეგები არ სახელდება.