სლოვენიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარჯვენე პოპულისტური „სლოვენიის დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი იანეზ იანშა დანიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

იანშას დანიშვნას 87 დეპუტატიდან 51-მა დაუჭირა მხარი. სლოვენიის კანონმდებლობის თანახმად, იანშას აქვს 15 დღე, რათა პარლამენტს დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინოს.

ცნობისათვის: მარტში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის რობერტ გოლობის ლიბერალურმა „მოძრაობამ თავისუფლებისთვის“ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა ახალი მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.

„სხვები უმრავლესობის კოალიციის ფორმირებას ცდილობდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. ჩვენ ამ საკითხს სხვაგვარად მივუდექით, პროგრამის საფუძველზე, ნაბიჯ-ნაბიჯ“, - განაცხადა იანშამ.

აღსანიშნავია, რომ იანშა სლოვენიის პრემიერის თანამდებობას 2004-2008, 2012-2013 და 2020-2022 წლებშიც იკავებდა. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაციონალისტია და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრე.