სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, – იუწყება AP. მისი ცნობით, პრემიერი ჰოსპიტალიზებულია.

როგორც მედია იტყობინება შემთხვევა ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა.

AP–ს ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.