სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ, სერბეთმა გადაწყვიტა, იარაღზე კონტროლი გაამკაცროს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღის მფლობელებს მოუწოდებს, სიფრთხილით შეინახონ იარაღი, რათა ბავშვებისთვის მიუწვდომელი იყოს.
"სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს იარაღის მფლობელებს, შეინახონ იარაღი სიფრთხილით, სეიფებში ან კარადებში ჩაკეტონ, რათა მიუწვდომელი იყოს სხვებისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.