American Airlines-ის რეისზე, რომელიც დალასიდან ნიუ-ჯერსისკენ მიფრინავდა, ნამდვილი ქაოსი დატრიალდა. ფრენის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში, ერთ-ერთმა მგზავრმა ადეკვატურობა დაკარგა. ის გარშემომყოფებს თავს ესხმოდა, ირგვლივ მყოფებს კბენდა და ისტერიკას აწყობდა.
კაცი უმისამართოდ ყვიროდა, აგინებდა გარშემომყოფებს და რასისტულ თუ ჰომოფობიურ შეურაცხყოფებს იყენებდა (მათ შორის, რასისტული სიტყვით მიმართა შავკანიან ბორტგამცილებელს, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობდა). როდესაც მის დაკავებას ცდილობდნენ, ის ისტერიკულად ყვიროდა: „ხელი გამიშვით, შორს ჩემგან! ვითარება იმდენად დაძაბა, რომ ეკიპაჟს სხვა გზა არ დარჩა: დესტრუქციული მგზავრი სკამზე სქელი წებოვანი ლენტით მიაბეს. როგორც ამერიკული მედია (CBS News, TMZ) იუწყება, ხომალდის კაპიტანმა ფრენა შეწყვიტა და თვითმფრინავი ბალტიმორის აეროპორტში სასწრაფოდ დასვა, სადაც ხულიგანს პოლიცია უკვე ადგილზე ელოდებოდა.








