„სკაი ნიუსის“ ცნობით, ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ქვეყანამ უარყო აშშ-ს შეთავაზება 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ამასობაში, „Wall Street Journal“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ოფიციალურად აცნობა შუამავლებს, რომ არ სურს უახლოეს დღეებში ისლამაბადში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა.
ამ კვირის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ ომის სამუდამო დასრულებას დათანხმდება და არა ცეცხლის შეწყვეტას.




