ექსპერტების შეფასებით სამხედრო-საჰაერო ოპერაცია სირიაში რუსეთის ბიუჯეტს წელიწადში 1 მილიადი ევრო დაუჯდება. როგორც "Коммерсант-Деньги" წერს, მსგავს ოპერაციაში საფრანგეთი ყოველწლიურად 250 მილიონ ევროს ხარჯავდა.

სპეციალისტების განცხადებით, საფრანგეთის ასეთი "მცირე" დანახარჯები იმ გარემოებით იყო განპირობებული, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" სულ 12 ფრანგული თვითმფრინავი ებრძოდა. რუსეთს სირიაში 50-ზე მეტი თვითმფრინავი ყავს მობილიზებული, შესაბამისად ხარჯიც დიდია, - აცხადებენ სპეციალისტები.

სირიის სამხედრო კამპანიის ძირითადი ხარჯები რუსული სამხედრო კონტინგენტის საწვავითა და საბრძოლო მასალით მომარაგებაზე მოდის. newsru.com-ის ინფორმაციით, ერთი რუსი ოფიცერი სირიაში, ანაზღაურებასთან ერთად დღეში 62 დოლარს იღებს. რიგითების ყოველდღიური დანამატი კი 42 დოლარია.