მსახიობი და რეჟისორი სილვესტერ სტალონე საკუთარ instagram-ზე მისი შესაძლო გარდაცვალების თაობაზე მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას ვიდეოთ ეხმაურება.
მსახიობი ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ის ხუმრობით შტორმის დროს ქალიშვილებს სახლიდან აგდებს.
"კარგი შეგრძნებაა, როდესაც სიცოცხლეს უბრუნდები ", - დასძინა 71 წლის სტალონემ ღიმილით.
მანამდე, მსახიობმა ყველას მოუწოდა მისი შესაძლო გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციისთვის ყურადღება არ მიექციათ. სტალონეს მხარი მისმა უმცროსმა ძმამ ფრენკ სტოლონემაც დაუჭირა. Fox News- ის ცნობით, მან ასევე მსახიობის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ხმები უარყო.
19 თებერვალს სილვესტერ სტალონეს გარდაცვლების შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა. ყალბი ახალი ამბების ცნობით, მსახიობი პროსტატის სიმსივნით გარდაიცვალა. მსგავსი ფაქტი 2016 წელსაც მოხდა.