პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ თქვა, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო მომავალ თავდასხმებთან უკეთ გასამკლავებლად პოლონურ დრონების საწინააღმდეგო დანაყოფებს უკრაინელი დრონის ოპერატორები წვრთნებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ სიკორსკიმ გამოცემა The Guardian-თან საუბრისას კიევში ილაპარაკა.

"უკრაინელებს რუსულ დრონებთან გამკლავებისთვის უკეთესი აღჭურვილობა აქვთ და რუსული არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევის გაცილებით უფრო ღრმა და აქტუალური გამოცდილება აქვთ". - თქვა სიკორსკიმ. 

სიკორსკის თქმით, უმჯობესი იქნება, თუკი უკრაინელები სამხედროები პოლონელ დანაყოფებს პოლონეთში NATO-ს საწვრთნელ ცენტრში მოამზადებენ, რადგან ეს უკრაინასთან შედარებით "უფრო უსაფრთხო გარემოა". 

"ეს საზოგადოებამ და დასავლეთის მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა გაითვალისწინონ, რომ სწორედ უკრაინელები იქნებიან, ვინც გაგვწვრთნიან ჩვენ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და არა - პირიქით.