თეთრმა სახლმა „სიენენს“, MS NOW-სა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობის უფლება აღუდგინა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა დაუყოვნებლივ აღედგინა „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში წვდომა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტების საშვები კვლავ გააქტიურებული იყო.

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავდა. მან გადაწყვეტილება მედიასაშუალებების მიერ „ყალბი ამბებისა“ და „ტყუილების“ გავრცელების ბრალდებით ახსნა.