დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, ისრაელი ბრძოლაში ჩაერთოს, რადგან კონფლიქტზე კონტროლის დაკარგვის შიში აქვს.
ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ისრაელის ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნეთანიაჰუს ნამდვილად სურს აშშ-ის დარტყმებში მონაწილეობა, მაგრამ აშშ-ს ამ ეტაპზე არ სურს ისრაელის ჩართვა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.
მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები მზად არიან, ირანის წინააღმდეგ ომი კიდევ ერთხელ განაახლონ, თუნდაც ეს დამოუკიდებლად გააკეთონ.
„ისრაელის თავდაცვის ძალები მაღალ მზადყოფნას ინარჩუნებენ და მზად არიან, განაახლონ კამპანია, აღადგინონ საჰაერო უპირატესობა და განახორციელონ დამოუკიდებელი დარტყმა ირანის წინააღმდეგ საფრთხეების აღმოსაფხვრელად – თუნდაც მესამედ. თუ დაბრუნება მოგვიწევს, კიდევ უფრო დიდი ძალით დავბრუნდებით“, – განაცხადა ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალების ახალი პილოტების გამოსაშვებ ცერემონიაზე.




