12 აგვისტოს ევროპაში იშვიათი ასტრონომიული მოვლენა, მზის სრული დაბნელება დაფიქსირდა. ამ სანახაობის საყურებლად მილიონობით ადამიანი ისლანდიასა და ჩრდილოეთ ესპანეთში შეიკრიბა. 

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში მზის სრული დაბნელება ბოლოს 1905 წელს დაფიქსირდა, შესაბამისად, დღევანდელი მოვლენა 120 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი ასეთი შემთხვევა იყო.

ნასა-ს ინფორმაციით, შემდეგი მზის სრული დაბნელება 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება. ის ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, საუდის არაბეთსა და იემენში გამოჩნდება.