ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი აშშ-ს 23–25 სექტემბერს, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით ეწვევა.

ეს იქნება ჩინეთის ლიდერის პირველი სახელმწიფო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2015 წლის შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი ტრამპს შეხვდება. ისინი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებსა და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.

"ვიზიტის მიმდინარეობისას, თავმჯდომარე სი ძინპინი და პრეზიდენტი ტრამპი გამართავენ აზრთა გაცვლას მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ეხება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს, ასევე მშვიდობასა და განვითარებას მთელ მსოფლიოში".