ბერნი. შვეიცარიამ დღეს დაგეგმილი ამერიკულ-ირანული მოლაპარაკებები ის გაუქმება გამოაცხადა.

მოლაპარაკებები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შვეიცარიის მთის კურორტ ბიურგენშტოკში (Bürgenstock) უნდა გამართულიყო, საბოლოოდ გაუქმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომლის განცხადებასაც სააგენტო Reuters-ი ციტირებს.

ოფიციალური ბერნის ეს განცხადება მოჰყვა თეთრი სახლის პრესსპიკერის მიერ ღამით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა (JD Vance) კურორტზე ვიზიტი გააუქმა. შეხვედრა თავდაპირველად დაგეგმილი იყო თეირანსა და ვაშინგტონს შორის ომის დასრულების მიზნით მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციის (აღსრულების) ფარგლებში.