ამის შესახებ შვეიცარიის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
ორშაბათს დილით, დაახლოებით 07:00 საათზე ადგილობრივი დროით, ვალეს კანტონში, გოპენშტაინის მახლობლად, სარკინიგზო გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ მატარებელი წამოწოლილი ზვავის გამო რელსებიდან გადავიდა.
კანტონის პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა; ამ დროისთვის (იგულისხმება ადგილობრივი დროით 10:00 საათი - „აიპრესი“) ევაკუირებულია 30 მგზავრი. მატარებელში სულ 80 მგზავრი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ვერტმფრენები მონაწილეობენ, ჯერ კიდევ გრძელდება.
მედიის ინფორმაციით, არის ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, თუმცა, უცნობია, დაშავებულთა რაოდენობა და მიღებული დაზიანების სიმძიმე. ასევე უცნობია, ზვავში მოძრავი შემადგენლობა მოყვა, თუ ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ლიანდაგი იყო დაზიანებული.
ვარაუდობენ, რომ სარკინიგზო მიმოსვლა ხვალ დილისთვის აღდგება.




