შვეიცარიაში, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილე ქვეყნებმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს დეკლარაცია, რომლის ტექსტიც გაეროს წესდების შეხსენებით იწყება.
„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, თავი შეიკავოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან“, - ნათქვამია ტექსტში და აღნიშნულია, რომ აუცილებელია ყველა სახელმწიფოს, უკრაინის ჩათვლით, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
უკრაინის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყანა არ წავა რაიმე ისეთ კომპრომისზე, რამაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ამ ფუნდამენტურ საფუძვლებსб კონფერენციის სხვა მონაწილეები კი გამუდმებით და მკაფიოდ აფიქსირებდნენ მხარდაჭერას საერთაშორისო სამართლისადმი.
ამ ფუნდამენტური პრინციპების მიმართ ერთობლივი პოზიციის დაფიქსირების გარდა დეკლარაციაზე ხელმომწერებმა ასევე მოითხოვეს რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვა.
„უკრაინის ატომური ელექტროსადგურები და ობიექტები, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უნდა მუშაობდეს უსაფრთხოდ და საიმედოდ უკრაინის სრული სუვერენული კონტროლის ქვეშ, „მაგატეს" პრინციპების შესაბამისად და მისი ზედამხედველობის ქვეშ. მიუღებელია ნებისმიერი მუქარა ან ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის კონტექსტში", - ნათქვამია დეკლარაციაში.
ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული დეკლარაციაში, რომ გლობალური სასურსათო უსაფრთხოება დამოკიდებულია საკვების უწყვეტ წარმოებასა და მიწოდებაზე. ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ, სრულფასოვან და უსაფრთხო კომერციულ ნაოსნობას, ასევე შავი და აზოვის ზღვების საზღვაო ნავსადგურებთან წვდომას და მიუღებელია თავდასხმები სავაჭრო გემებზე პორტებში და მარშრუტის ნებისმიერ მონაკვეთზე და ასევე სამოქალაქო პორტებსა და სამოქალაქო პორტების ინფრასტრუქტურაზე. სასურსათო უსაფრთხოება არასოდეს არ უნდა იქცეს იარაღად და უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტები უსაფრთხოდ და თავისუფლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული ქვეყნებისთვის.
დეკლარაციის კიდევ ერთ პუნქტში მოთხოვნილია ყველა სამხედრო ტყვის სრული გაცვლის გზით გათავისუფლება და ასევე ყველა დეპორტირებული და უკანონოდ დევნილი უკრაინელი ბავშვის უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაბრუნება უკრაინაში.
სამშვიდობო კონფერენციის მონაწილე 93 ქვეყნიდან (შვეიცარიის ჩათვლით) და 8 საერთაშორისო ორგანიზაციიდან დეკლარაციას თავდაპირველად ხელი 80-მა ქვეყანამ და 4-მა ორგანიზაციამ მოაწერეს, შემდეგ კი ხელმომწერთა სიას ორგანიზატორებმა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, ერაყი და იორდანია გამოაკლეს.
დეკლარაციას ხელს აწერენ:
ავსტრალია, ავსტრია, ალბანეთი, ანდორა, არგენტინა, აღმოსავლეთ ტიმორი, აშშ, ბელგია, ბენინი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, გამბია, განა, გვატემალა, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იტალია, კანადა, კაბო ვერდე, კატარი, კენია, კვიპროსი, კოლუმბია, კომორები, კორეა, კოსოვო, კოსტა-რიკა, კოტ-დ'ივუარი, ლატვია, ლიბერია, ლიბია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუანდა, რუმინეთი, საბერძნეთი, სან-მარინო, სან-ტომე და პრინსიპი, საფრანგეთი, საქართველო, სერბეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სომალი, სურინამი, უკრაინა, უნგრეთი, ურუგვაი, ფილიპინები, ფინეთი, ფიჯი, შვედეთი, ჩეხეთი, ჩილე, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია და აგრეთვე ევროპული საბჭო (შარლ მიშელი), ევროპული კომისია (ურსულა ფონ დერ ლაიენი), ევროპის საბჭო (მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი), ევროპარლამენტი (რობერტა მეცოლა).
დეკლარაციას ხელი 15-მა ქვეყანამ არ მოაწერა:
არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბრაზილია, ბაჰრეინი, ერაყი, ვატიკანი, ინდოეთი, ინდონეზია, იორდანია, ლიბია, მექსიკა, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, სომხეთი, ტაილანდი,