ასეთი გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომ დღეს მიიღო.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანთან საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებში სამხედრო ტექნიკის ექსპორტი ამ კონფლიქტის განმავლობაში არ შეიძლება დაშვებული იყოს“.
შვეიცარიის მთავრობა აშშ-ში იარაღის ექსპორტიორ კომპანიებზე ახალ ლიცენზიებს არ გასცემს, არსებულ ნებართვებსა და სხვა ექსპორტს კი ექსპერტთა ჯგუფი განიხილავს.
გადაწყვეტილება შვეიცარიის ნეიტრალიტეტს და სამხედრო აღჭურვილობის შესახებ კანონის დებულებებს ეფუძნება.




