ამის შესახებ შვედური პორტალი svenskjakt-ი იუწყება.
პორტალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გაყიდული სანადირო ლიცენზიების რაოდენობის შემცირების ტენდენცია დაიკვირვება და ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ პანდემიური 2020-2021 წლის სეზონი იყო.
მთლიანობაში, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გაყიდული სანადირო ლიცენზიების რაოდენობა 5%-ით შემცირდა.
2023-2024 წლების სეზონზე სულ 249 572 ლიცენზია გაიყიდა. ამავდროულად, იზრდება ქალების წილი, რაც, პორტალის თქმით, მათი მხრიდან ნადირობისადმი ინტერესის ზრდის მაჩვენებელია. გაცემული ლიცენზიებიდან ქვეყნის მასშტაბით ქალების წილად 9% მოდის, ზოგიერთ პროვინციაში კი ეს მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს.
ამავე პორტალის თანახმად, უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევები მთავრობას მგლების პოპულაციის შემცირების აუცილებლობისკენ უბიძგებს. ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვის სააგენტომ დაადასტურა, რომ შესაძლებელია შვედეთში მგლების პოპულაციის 170-დან 270-მდე შემცირებაა შესაძლებელი.
მკვლევართა აზრით, მგლების პოპულაციის შემცირება ერთ-ერთია იმ რამდენიმე ღონისძიებიდან, რომელიც საჭიროა შვედეთში კვების პროდუქტების წარმოების გასაზრდელად.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს დიდი მტაცებელი ცხოველები, მაგრამ ფერმერის ხედვით, ეს მძიმე ტვირთია, გაზრდილი რისკის შემცველი. ცუდად გძინავს, როცა ფიქრობ, რომ მგელი შეიძლება შემოძვრეს ღობეში და ცხვრები დაგლიჯოს", - ამბობს ელიზაბეტ ნილსონი.
svenskjakt-ი მკითხველს აგრეთვე აუწყებს, რომ წელს ზედიზედ მესამედ ხდება ლიცენზიების გაცემა სამურავზე (მტაცებელი კვერნისებრთა ოჯახიდან - „აიპრესი")) სანადიროდ. ნადირობა ემტლანდის პროვინციაში, 1 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.