ამის შესახებ შვედური გამოცემა Göteborgs-Posten წერს.
დღეს დილით, გიოტერბორგში, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაწყებულ თევზის აუქციონზე, დამსწრეებს თავდაპირველად 2024-2025 წლის სეზონის გახსნის პირველ დღეს, 20 სექტემბერს დაჭერილი კიბორჩხალების შეძენა შესთავაზეს.
ოცდახუთი ბითუმად მოვაჭრის მიერ აუქციონის ორგანიზატორებისთვის ყუთებში მოთავსებული კიბორჩხალების პირველი პარტიიდან სეზონის პირველ წოდებულ კენჭისყრით გამოავლინეს, ხოლო აუქციონის გამარჯვებული კი კომპანია „შვედეთის ზღვის პროდუქტები" გახდა. მას სეზონის პირველი კიბორჩახლა კილოგრამი 51 000 შვედური კრონი (4952 დოლარი) დაუჯდა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, შენაძენს დღის განმავლობაში გაათამაშებენ კომპანიის თანამშრომლებს შორის.
„საუცხოო ვახშამი იქნება" - განაცხადა მან.
შვედური პრესის ცნობით, 2022 წელს წლის წირველ კიბორჩხალაში 7000, 2023 წელს კი 44 000 შვედური კრონი გადაიხადეს, თუმცა ეს ფასი შორსაა რეკორდისგან, რომელიც 2012 წელს დამყარდა. მაშინ კილოგრამ კიბორჩხალაში გამარჯვებულმა 102 000 შვედური კრონი გადაიხადა.