მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ირანთან ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.
ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
როგორც „სიენენი“ წერს, კერძოდ, დემონსტრაციები გაიმართა ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და ინდოეთში.
თელ ავივში აქციის მონაწილეებს ეკავათ ბანერი წარწერით „შეაჩერეთ ომი“. ასევე პლაკატები სხვადასხვა სლოგანებით, მათ შორის, „აშშ და ისრაელი – ბოროტების ღერძი“; „ვინ დაიცავს პალესტინელებს ისრაელის ჩაგვრისგან?!“.
ლონდონში გამართულ აქციაზე იყო პლაკატები წარწერებით „შეაჩერეთ ტრამპის ომები“ და „შეაჩერეთ ირანის დაბომბვა“.
ბერლინში დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად დაღუპულებს.
მადრიდში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები წარწერებით – „არა ომს“ და „მშვიდობა“. აქციის მონაწილეთა ნაწილს ასევე თან ჰქონდა პალესტინის დროშები.









