შეერთებულმა შტატებმა ირანი რუკიდან წაშალა, მაგრამ მათი არასერიოზული ანალიტიკოსი, დევიდ სენგერი, ამბობს, რომ მე ჩემს მიზნებს ვერ მივაღწიე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

"დიახ, მიზნებს მივაღწიე და გრაფიკზე კვირებით ადრე!მათი ხელმძღვანელობა განადგურებულია, მათი საზღვაო და საჰაერო ძალები განადგურებულია, მათ აბსოლუტურად არანაირი დაცვა არ აქვთ და შეთანხმება სურთ. მე არა! ჩვენ გრაფიკს კვირებით ვუსწრებთ", - დაწერა ტრამპმა.