ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო უკრაინის გრძელვადიანი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმდნენ, რომლის მოცულობაც 50 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ სოციალური ქსელის X-ის ანგარიშზე ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წერს. 

"ევროკავშირი საკუთარ თავზე იღებს ლიდერობას და პასუხისმგებლობას უკრაინის დახმარების საქმეში. ჩვენ ვიცით რა დევს ფსონად",- წერს მიშელი.