ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შესაძლოა გადადგეს, რადგან ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ მიშელმა ბელგიურ გაზეთ De Standaard-თან ინტერვიუში განაცხადა.
"2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე." - თქვა მან.
მიშელმა აღნიშნა, რომ აპირებს ვადამდე დატოვოს თანამდებობა და შეუერთდეს ბელგიურ ლიბერალურ პარტია MR - Mouvement Réformateur-ს (რეფორმების მოძრაობა) ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
მიშელი ევროპული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას მიმდინარე წლის ბოლომდე დატოვებს, როცა მისი მანდატი დასრულდება.
"ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ევროპულ საბჭოს შეეძლება წინასწარ განსაზღვროს ეს და გადაწყვიტოს ვინ იქნება მემკვიდრე," - თქვა მან.
ამასთან, მიშელმა არ დააკონკრეტა, რა როლის შესრულება სურს ევროპარლამენტში.
"მინდა ვიმსახურო იქ, სადაც შემიძლია სასარგებლო ვიყო. სხვა ამბიციები არ მაქვს. მსურს აქტიური როლი ვითამაშო ევროპულ დებატებში და დავეხმარო ევროპა 2030-ის პროექტის წინსვლას. ამას რეფორმები დასჭირდება", - განაცხადა ბელგიელმა პოლიტიკოსმა.