ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ დარჩება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ვადის დასრულებამდე.
მისივე თქმით, თავდაპირველი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ შეთავსებადი იყო ამჟამინდელ მოვალეობებთან, თუმცა კრიტიკამ აიძულა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო.
„ჩემმა არჩევანმა გამოიწვია მედიის ინტენსიური ყურადღება და სპეკულაციები. მე ეს მქონდა გათვალისწინებული ჩემი ნაბიჯის უპრეცედენტობის გათვალისწინებით, თუმცა ამან ასევე გამოიწვია ექსტრემალური რეაქციები არა ევროპული საბჭოს შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ. არ მსურს, ამ გადაწყვეტილებამ დაგვაშოროს ჩვენს მიზანთან ან შეარყიოს ეს ინსტიტუტი. მე არ ვიქნები კანდიდატი ევროპულ არჩევნებში. მთელ ჩემს ძალისხმევას მივუძღვნი ჩემს ამჟამინდელ მოვალეობებს, ვიდრე ვადა არ დასრულდება. მე ყოველთვის ვიქნები დემოკრატიული, ძლიერი და ერთიანი ევროპის გულმოდგინე ადვოკატი. ამ მანდატის ბოლოს მე განვიხილავ ჩემი მომავალი ვალდებულებების მიმართულებას“, – წერს შარლ მიშელი.