ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანში ჩავიდა. მიშელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილ გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში შარლ მიშელს დახვდნენ აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის მინისტრი ვუგარ მუსტაფაევი და სხვა ოფიციალური პირები.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 11-13 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია (COP29) გაიმართება.